ნაცუ ბაშოს X დღე: ტოჩინოშინმა მოიგო და მიზნის მიღწევამდე 1 გამარჯვება დარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო, ქართველმა ფალავანმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე, ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ტურნირის სათავეშია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იოკოძუნა კაკურიუმ დღეს მოიგო და ლევანის მსგავსად 9-1-ზე აქვს ბალანსი.

საკუთარი შეხვედრაში გაიმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ასანოიამამ, რომელსაც ტოჩინოშინისა და კაკურიუს მსგავსად 9 მოგება აქვს.

ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ დაამარცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლევანს ბაშოს მოგებას ვუსურვებ და ამ რეკლამის დამდებს რავიცი რას ვუსურვებ მიხვდებით ალბათ, ყველაფერი არანორმალური როგორ უნდა იყვეს საქართველოში კარგით რაა, ყველა გრაფის გახსნაზე როგორ უნდა ამოვარდეს რეკლამა სულ გადაირიეთ? ცოტაც და გაგინახევრდებათ მომხარებელი, აქ დავიგლიჯავ ზუსტად ნერვებს, უამრავ საიტია სპორტული
gk.gia555
10:11 22-05-2019
0
ლევანს წარმატებები სულით და გულით, შემოგევლე ქართველო მებრძოლო.
საიტის ადმინისტრაციას მოგმართავთ თხოვნით, მარტივი რეკლამა დადეთ ჭედავს მობილური ლეპტოპი ყველაფერი რა უბედურებაა მართლა ეს ვიდეოებიც ხო დამოკლეს მახვილივით გაქვთ ვეღარ ჩამირთვია და მიყურებია რა. ხო ხედავთ რო ბევრი მკითხველი გყავთ, რამე მარტივი გააკეთეთ. მარტო სპორტი და სპორტსმენების განვითარება რო გვინდა ჩვენც განვითარდეთ გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტიკა საიტები და ა.შ.
ჯიგრები ხართ რო დებთ სტატიებს ყველაფერს მაგრამ ამ მტანჯველი რეკლამებით უკვე უარყოფითად განეწყობა საიტის მომხმარებელი. ჩვენც გაგვითვალისწინეთ
ვენდისი გამაიყვანე
07:29 22-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული