ნაცუ ბაშოს X დღე: ტოჩინოშინმა მოიგო და მიზნის მიღწევამდე 1 გამარჯვება დარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო, ქართველმა ფალავანმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე, ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ტურნირის სათავეშია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იოკოძუნა კაკურიუმ დღეს მოიგო და ლევანის მსგავსად 9-1-ზე აქვს ბალანსი.

საკუთარი შეხვედრაში გაიმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ასანოიამამ, რომელსაც ტოჩინოშინისა და კაკურიუს მსგავსად 9 მოგება აქვს.

ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ დაამარცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
გილოცავ ლევან, ქართველი ლომი ხარ!! ბაშო უნდა მოიგო, ტიტული აღარაა ძირითადი გაკოწვევა..
P.S. ამ ვენდის რეკლამამ ტვინი გაღუნა. გულშემატკივრებმა რომ 1-1ლარი დავდოთ და გავაუქმოთ, არ გამოვა?? ამისთანას რას იხდის ვენდი რომ ამდენ გულშემატკივარს ამწარებს. ფასი აღარ აქვს რეკლამის კეთებას...
ზაზა
13:35 21-05-2019
1
ჩვენი ნერვების ხარჯზე შოულობს ფულს ეს საიტი.ყველა გრაფის გახსნაზე ვის გაუგია ამდენი რეკლამა.ეს რეჯლამა კი არა ანტირეკლამაა, მაგრამ ამასაც ვერ ხვდებიან ამ უბედურ ქვეყანაში ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი.გეფიცებით ვენდიში აღარ დავდივარ.
ვენდი იქით იყოს და არ დამავიწყეს მთავარი სათქმელი?
წინ დიდო ქართველო გოლიათო! შენი დიდგორი იაპონიაშია. ოღონდ შენ მოიგე ბაშო და რეკლამას კი არა რუსეთის პირველმა არხმა (орт) რო გადმოსცეს შენი წარმატება ამასაც ავიტანთ.გვეამაყები ლევან!!!
ირაკლი
18:08 21-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული