ნაცუ ბაშო. XIII დღე: ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.

ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.

ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.

კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს იაპონელები სამართლიანი ხალხი მეგონა და დიდ პატივს ვცემდი.თურმე ესენი ვინ ყოფილან?!დღისით,მზისით,ყველას თვალწინ არ აგვახიეს ნაღდი გამარჯვება?!თქვენი უზკაგლაზი დედას შ...!!!მორჩა !პროტესტი იაპონელებს და ყველაფერს იაპონურს!დღეიდან ყველაფერს ჩინურს ვყიდულობ!
ბიზნა
11:14 25-05-2019
0
მადრიდის რეალსაც არ მიხმარებიან მსაჯები ასე, სამჯერ რომ მოაგებინეს ჩემიონთა ლიგა ტრუხა პენლებით. როგორ შერცხვა ამ იაპონელს
ტეხავს
02:50 25-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული