სამწუხარო ამბები: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა, გაგამარუსაც ტრავმა აქვს

AutoSharing Option
ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს სუპერტურნირს 12 ივლისს, მეექვსე საშეჯიბრო დღეს გამოეთიშა.

მიზეზი ტრავმაა, ტოჩინოშინს მხარი და მუხლი აქვს დაზიანებული.

შედეგად, ქართველი ოძეკი ივლისის ტურნირში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 5-ივეში დამარცხდა.

გორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ მაეგაშირა ასანოიამასთან მარცხის შემდეგ მიიღო.

"გუშინ კიდევ ერთი სამწუხარო მარცხი მივიღეთ. მან ყველაფერი გააკეთა ტკივილის დასამარცხებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარ ძალასაც ვერ იყენებს", - აცხადებენ კასუგანოში (კლუბი, რომლის წევრიც არის ტოჩინოშინი).

შემდეგ ტურნირში, რომელიც სექტემბერში გაიმართება, ქართველ ფალავანს ე.წ "კადობანში"
ჩადგომა კიდევ ერთხელ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, აღნიშნული წოდება ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე, 10:5-ზე ბალანსის დაფიქსირების შემდეგ დაიბრუნა.

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გვაქვს, ის არის, რომ ორი დღის წინ იუტაკაიმასთან ბრძოლისას ტრავმა მიიუღო გაგამარუმაც. თეიმურაზ ჯუღელს ტერფზე ნეკა თითის მოტეხილობა აქვს. არადა დადებითი ბალანსი მოპოვების შემდეგ შანსი აქვს, რომ ელიტაში დაბრუნდეს.

თუმცა გაგამარუ ჯერჯერობით ბაშოდან მოხსნას არ აპირებს და სურვილი აქვს, ბოლომდე იბრძოლოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
უშრეტი ბრძოლის სწრაფვა და ვაჟკაცური სულისკვეთება აქვს. "ბრძოლა სიკვდილამდე" კაცი ჩანს. ასეთი თვისების მებრძოლს პროფესიონალური ცივსისხლიანობაც აღარ უნდა მოერიდოს, პირიქით დაამშვენებს. დაესვენა მერჩივნა და ჯობდა მგონი, მიუხედავად იმისა რომ მესმის რა გაგებაც ამოძრავებს.
ირაკლი
12 ივლისი 2019 17:23
0
aqamdec unda sheecyvita es basho. kargia brdzolis jini, magram racionalurad xom unda ifiqro araa?
levani
12 ივლისი 2019 12:50
0
ჰაკუხო და კაკარიუ ტრავმის გამო ხშირად ტოვებენ ტურნირებს, ამას რა ჭირს, ასეთ წაგებებს არ ჯობია გამოჯანმრთელდეს, მოირჩინოს ტრავმები და მერე იასპარეზოს?
gia
12 ივლისი 2019 11:48
0
ლაპარაკი რა თქმა უნდა ყოველთვის ადვილია და რეალობა სხვაა. სპორტსმენმა იცის ჩვენზე უკეთესად და გადაწყვეტილებასაც ის იღებს, გამოვიდეს თუ არა შეჯიბრზე, მაგრამ როდესაც ამხელა ენერგია სჭირდება მომზადებას, ძალების აღდგენას და ბრძოლას, ჩემი აზრით სჯობს 100 პროცენტით იყოს მზად, ვიდრე ასე გამოეთიშოს და ხელახლა ძალების აღდგენას ორმაგი ენერგია დაახარჯოს.მებრძოლია, შეუპოვარია, არ ნებდება, ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ძალიან არ მემეტება ასეთი წვალებისათვის.მე გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ და იმედია სპეციალისტები მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ
:))))
12 ივლისი 2019 11:30
0

სიახლეები პოპულარული