ნაგოია ბაშო. X დღე: გაგამარუმ დადებითი ბალანსის მიღწევის შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ივლისს ნაგოია ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ, სამწუხაროდ, მორიგი მარცხი განიცადა.

თეიმურაზ ჯუღელი იკიოის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ჯუღელს ტურნირზე ბალანსი 2:8-ზე გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის მოპოვების შანსი აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს, მას ფეხის თითი აქვს მოტეხილი.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიამამი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 3:2-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული