ნაგოია ბაშო. XI დღე: გაგამარუს მე-9 მარცხი ტურნირზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივლისს ნაგოია ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა.

თეიმურაზ ჯუღელი დაიამამის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ეს ჯუღელის მე-9 მარცხია ტურნირზე.

ქართველი ფალავნის ბალანსი 2:9-ზეა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტრავმით ასპარეზობს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა უჭირს.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული