18 ივლისს ნაგოია ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველი ფალავანი გაგამარუ კვლავ დამარცხდა.
ამჯერად თეიმურაზ ჯუღელი მიტორიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ეს ქართველის მე-10 მარცხია ბაშოზე.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტრავმით ასპარეზობს და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს.
ტურნირის დასრულებამდე სამი დღე დარჩა. გაგას მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.