აკი ბაშო. VI დღე: ისევ მარცხი, ტოჩინოშინის ტრავმა თავისას შვრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძე მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ორივე სუმოისტი გადავიდა დოჰიოდან. გამეორების შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველმა დოჰიოს გარეთ პირველმა დადგა ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ დავარდა ტამავაში. ამ მარცხის შემდეგ ქართველის ბალანსი ტურნირზე 2:4-ზე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს და მთელი ძალით ფეხს ვერ ეყრდნობა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაში დაიეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:2-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Tramvit aris tu utramvod, es kaci did pativiscemas imsaxurebs
Levani
14:46 14-09-2019
0
კი ვიცი არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაინც დავწერ: როცა ლევანი გაიმარჯვებდა, ტრავმიამი იმარჯვებსო და როცა დამარცხდებოდა, ეხ ტრავმა, ტრავმაო :)
ნათია
22:12 13-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული