13 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია.
ლევან გორგაძე მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ორივე სუმოისტი გადავიდა დოჰიოდან. გამეორების შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველმა დოჰიოს გარეთ პირველმა დადგა ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ დავარდა ტამავაში. ამ მარცხის შემდეგ ქართველის ბალანსი ტურნირზე 2:4-ზე გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს და მთელი ძალით ფეხს ვერ ეყრდნობა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაში დაიეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:2-ზე აქვს.