აკი ბაშო. VI დღე: ისევ მარცხი, ტოჩინოშინის ტრავმა თავისას შვრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძე მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ორივე სუმოისტი გადავიდა დოჰიოდან. გამეორების შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველმა დოჰიოს გარეთ პირველმა დადგა ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ დავარდა ტამავაში. ამ მარცხის შემდეგ ქართველის ბალანსი ტურნირზე 2:4-ზე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს და მთელი ძალით ფეხს ვერ ეყრდნობა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაში დაიეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:2-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა მარცხს უნდა წაუმძღვანოთ ეს წუწუნი, რომ დაშავებულია? ან ტრავმაა ან მსაჯები გვჩაგრავენ, თორემ ჩვენი მომრევი ხომ დედამიწაზე არავინ დაბადებულა ჯერ.
odala
16:25 13-09-2019
0
თუ არ შეუძლია და ასე ცუდადაა ნუღარ ჭიდაობს საერთოდ. ამ კაცს არაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი. ვიცით როგორი მებრძოლი სულის ადამიანია, შეუპოვარი და უშიშარი. ან თავად რაღატომ რისკავს და ისტრესავს საკუთარ თავს და ან ჩვენ რაღას ვითხრით ნერვებს არაღ ვიცი. რაც ოძეკი გახდა ყველაზე ბაშოზე ნერვები მაწყდება.
ანესთეზეოლოგი
14:05 13-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული