ტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი შოთა ენდოს შეხვდა, ჰენკას ჰატაკიკომიც მიაყოლა და იაპონელ ფალავანს მოუგო.

ეს ტოჩისთვის მე-4 გამარჯვება იყო 5 მარცხის წილ და ისევ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს, რაც ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამისთვის ტოჩის კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.

ხვალ ლევანი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
შოთა უხერხული მეტოქეა ტოჩისთვის, მაგასთან მიღებული ტრამვები რომ არა, დღეს იოკოძუნა იქნებოდა. ბალანსიც უარყოფითი აქვს მასთან და თან ორი ისეთი ტრავმა მიიღო ენდოსთან ჭიდაობისას რომ გადააყოლა კარიერა, სერიოზულად ვამბობ. იმ ფორმას ეს ვეღარ აღიდგენს ენდომდე რაც ქონდა. თუმცა ოძეკობას ესეც ეყოფა კაცი ტრავმით არის 5-5 ზე და ბოლომდე თუ მოირჩენს სულ ოძეკი იქნება ამ ფორმითაც.
henka
14:22 17-09-2019
1
ერთი სხვისა არა კაცურ და ლაჩრულ „ჰენკაზე“რო ლაპარაკობთ „კაცები“,რამდენი „ჰენკა“გაქვთ გაკეთებული მე ნუ მეტყვით,უბრალოდ დაფიქრდით და თქვენ გულში ჩაიხედეთ...
ლ.გიო
10:57 17-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული