ტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი შოთა ენდოს შეხვდა, ჰენკას ჰატაკიკომიც მიაყოლა და იაპონელ ფალავანს მოუგო.

ეს ტოჩისთვის მე-4 გამარჯვება იყო 5 მარცხის წილ და ისევ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს, რაც ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამისთვის ტოჩის კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.

ხვალ ლევანი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეხლა ვნახე ტოჩის გამოსვლა და ვერ ვხვდები ეს ნეგატიური კომენტარები რატო ახლავს. ჰენკა არის სუმოს ნაწილი, რომლის გამოყენება რათქმაუნდა არ ეწინააღმდეგება სუმოს წესებს და არ აკნინებს მონაწილეს. ანუ ჰენკა თუ გამოიყენა სუმოისტმა რას ნიშნავს ქართველობა დაკარგაა, მონღოლობა დაკარგა თუ ვაჯკაცობა დაკარგა?! ვენაცვალე ტოჩის და ყველას ვინც საქართველოს დროშის ქვეშ წარმატებებს აღწევს, ახარებს ჩვენს გულებს, მსოფლიოს აცნობს ქვეყნის სახელს. ის არის ვაჟკაცობა ტრამვით რომ იბრძვის მიზნის მისაღწევად და არა ის სირცხვილი ჰენკათი მოიგებს თუ თავით შეასკდება.
ბექა
20:13 16-09-2019
4
ტაქტიკურად სწორად მოიქცა, დაზოგა მუხლი. როგორი "დაიოთხა" ენდომ სიცილით გავსკდი:DDDD გაიხარე ტოჩიიი!!!!
1666
13:04 16-09-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული