ტოჩინოშინი დღევანდელ ბრძოლას უფრთხის: არ მაქვს კარგი მოგონებები

AutoSharing Option
ქართველი ფალავნის ოძეკის წოდებიდან გამომდინარე, ბოლო დაპირისპირებებში უფრო რთული მეტოქეები ეყოლება, ვიდრე აქამდე ჰყავდა.

მაგალითად, დღეს მისი მეტოქე 23 წლის სეკივაკე ტაკაკეიშოა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის წოდება დაკარგა. ტაკაკეიშო აკი ბაშოზე წოდების დაბრუნებას და იმპერატორის თასის აწევასაც ლამობს, ქართველ სეკიტორს კი ურთულესი ბრძოლა ელის.

ტოჩინოშინს მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:6-ზე. ამავდროულად, ტაკაკეიშო მიმდინარე ბაშოზე 8 მოგებით ლიდერთა სიაშია.

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ხუთი გამარჯვება უკვე მოიპოვა და დარჩენილი ხუთი ბრძოლიდან, მინიმუმ, სამის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ქართველმა
ოძეკმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დღევანდელ დაპირისპირებაზე მცირე კომენტარი გააკეთა:

"ტაკაკეიშოსთან დაპირისპირების შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე მოხარული ვარ, რომ ორჯერ დავამარცხე. მასთან არ მაქვს კარგი მოგონებები. აუცილებლად წარმოვაჩენ ჩემს სუმოს და იმედი მაქვს, დადებითი შედეგით დავასრულებ".

altაკი ბაშო. დღე XI [LIVE]

altაკი ბაშო. X დღე: ტოჩინოშინი მიაწვა და არის მე-5 გამარჯვება! [VIDEO]

altტოჩინოშინი ჰენკათი გამარჯვებაზე: ეს მეც არ მომწონს, მაგრამ... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავს დიდად მაინც ნუ შესწირავ. მთავარია 3 ბრძოლა მოიგო და ეგ არის.
!!!!
11:22 18-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული