18 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მტკივნეული მარცხი განიცადა.
ლევან გორგაძე მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტაკაკეიშოს შეხვდა და ოკურიტაოშის ილეთით წააგო. სუმოისტებმა თავიდან წაიბრძოლეს, თუმცა ტაკაკეიშომ გორგაძე დოჰიოზე დააგდო და ამ ბრძოლაში მსაჯიც გადავარდა დოჰიოდან.
ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი 5:6-ზე გაუხდა.
ქართველ ფალავანს 3 გამარჯვება დარჩა დადებითი ბალანსის გასაფორმებლად.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 8:3-ზე აქვს.