
როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია და ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს, რომ ოძეკის წოდება დაუბრუნდეს. ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის, იაპონურ მედიაში ქვეყნდება, როგორც "ტოჩინოშინი ტკივილის წინააღმდეგ".
მოგეხსენებათ, ქართველ ფალავანს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს და მიუხედავად ამისა, ის უბრალოდ არ ჩერდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნოემბრის ბაშოზე ფუკოაკოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.
ქალაქ იტოიგავაში ტოჩინოშინი საჩვენებელ ბრძოლებში არ/ვერ მონაწილეობდა, თუმცა მაყურებლის
წინაშე კაკურიოსთან ერთად აქტიურად ვარჯიშობდა.
სუმოს საჩვენებელ ბრძოლებში ჯურიო ლიგის მებრძოლი გაგამარუც არის ჩართული, თუმცა მის შესახებ იაპონურ გამოცემებში ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება.
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/91adea8d28f96f3e5fcbf1163df764af.png)
იაპონიაში სუმოს პოპულარობაზე ეს ვიდეოც დაგვემოწმება, სადაც ქალაქ იტოიგავაში რიგი დგას იმისთვის, რომ სუმოისტების ვარჯიში და მომზადება ნახონ.
გთავაზობთ ასევე რამდენიმე საინტერესო ფოტოს ქალაქ იტოიგავიდან, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/99baff96a123a59f4a1630b6b04f462d.jpg)
სუმოისტებს ყოველთვის დიდი მოლოდინით ელიან...
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5f4fd7ab17521391c503c3b87ff8ea2f.jpg)
სანამ ვარჯიშები დაიწყება, მანამდე სხვადასხვა ტრადიციული რიტუალი სრულდება, მაგალითად, თმების დახვევა საჯაროდ.
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/728807ed0ad374cc37a1e11e615e5cae.jpg)
ტოჩინოშინის მსგავსად, ტკივილს ებრძვის ოძეკი ტაკაიასუც...
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/bd012c0a17b7af5b6810dfd36f2e547c.jpg)
რაც შეეხება იოკუძუნა ჰაკუჰოს, ის მშვენიერ ფორმაშია და მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია, ის ხომ სუმოს სამყაროს ლეგენდაა...
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/33c4d19cd44e37b8de88ebda947a35d3.jpg)
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/fc09de35cc6033c4d70ca3bb0254c912.jpg)
![ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1b8014479126ad48dfe45e23f301ee20.jpg)