შეხვედრის შემდეგ ლევან გორგაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"მე წარვმართე ჩემი გამარჯვება, თუმცა ეს არ იყო სუმოს ბრძოლის ჩემი სტილი. კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად ვიბრძოლე. წინა შეხვედრაზეც ურიგოდ არ მიჭიდავია, თუმცა შედეგი ცუდი იყო. იმედი მაქვს ეს გამარჯვება ყველაფრის შეცვლაში დამეხმარება."
დღეს, ქართველი ფალავანის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. ეს ორი სუმოისტი ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდა, მათგან 9 შეხვედრა ჩვენებურის სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება ტაკარაფუჯის,
ამ ბაშოზე ორი შეხვედრა წააგო და ერთი მოიგო.
კიუშუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე ძირს დააგდო და პირველი გამარჯვება იზეიმა! [VIDEO]