14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა კიუჯო გამოცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კიუშუ ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა.

გაგამარუს ტურნირის მანძილზე ორივე მუხლზე ტრავმა ტანჯავდა და შესაბამისად, ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 14-წლიანი კარიერის მანძილზე ჯუღელი პირველად ჩაეხსნა ბაშოს ნაადრევად. ხოლო 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ბაშო ქართველი სუმოისტის გარეშე ჩაივლის.

სამწუხაროდ, გაგამარუ ჯიურო ლიგიდან გავარდა და მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითება უკვე გარანტირებული აქვს.

მაგრამ შესაძლოა, ჯუღელმა კარიერა საერთოდ დაასრულოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოზე ასევე
ნაადრევად მოეხსნა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმის გათვალისწინებით, რომ იაპონურ ტრადიციებში ხარაკირისა და კამიკაძის ფენომენის აღმოჩენაც შეიძლება, ემაგ კიუჯუს კიდევ აიტანს კაცი როგორღაც...
მ. ტ.
14:07 22-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული