ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ ლევანს ბალანსი 5:6-ზე აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილ 4 ბრძოლაში 3 გამარჯვება სჭირდება.
ხვალ, 23 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაკეიშოს შეხვდება.