ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს ბოლო, მე-15 საშეჯიბრო დღეს უცნაური მარცხი განიცადა პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან.
ლევანს მეტოქე ტავარსთან მიყვანილი ჰყავდა, თუმცა ბრძოლა ნაადრევად დამთავრებული ჩათვალა და საბოლოოდ, დამარცხდა. აღნიშნული წაგება ტოჩისთვის ჰაცუ ბაშოზე მე-10 იყო.
ამგვარად, ტოჩინოშინს 10 მარცხის წილ 5 გამარჯვება დაუგროვდა და შემდეგ ბაშოს რეიტინგში დაქვეითებული შეხვდება. თუმცა, მთავარია ქართველმა ფალავანმა ტრავმის მოშუშება შეძლოს, სხვა მხრივ კი, დიდი პრობლემები არ ექნება.