ჯურიო ლიგაში გავარდნის საფრთხე, სამედიცინო შემოწმება, "Fuji TV"-ის ტურნირი - ტოჩინოშინის ამბები

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოსთვის ემზადება. ტოჩინოშინმა, სხვა სუმოისტების მსგავსად, სამედიცინო შემოწმება გაიარა, ქართველ ფალავანს კვლავ შეუძლია ბაშოზე ასპარეზობა და წინსვლისთვის ბრძოლა.

სუმოს სამყარო ამჯერად "Fuji TV"-ის ყოველწლიური მინი ტურნირს ელოდება, სადაც საპრიზო ფონდი 100 000$-ია და 9 თებერვალს გაიმართება. ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს, გამარჯვებული სპორტსმენი შემდეგ ეტაპზე გადადის, დამარცხებული ტურნირს ეთიშება.

მეექვსე მაეგაშირად განთესილი ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება.

რაც შეეხება ქართველი ფალავნის მომავალს, 24 თებერვალს ახალი ბანძუკე გამოქვეყნდება, რომლითაც მარტის ბაშოზე იხელმძღვანელებენ. რადგან ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე უარყოფითი
ბალანსი 5-10-ზე დააფიქსირა, მას 5 ადგილით დაქვეითება ელოდება. თუმცა ტრავმის შემთხვევაში, შესაძლოა, უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მოუწიოს ბრძოლა.

ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტოჩინოშინმა ტრავმებს მაქსიმალურად ძლიოს და მარტს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული