იანვრის, ანუ ჰაცუ ბაშოს მე-15 საშეჯიბრო დღეს 33 წლის იპონელმა ტოკოშორიუმ, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მე-17 მაეგაშირას (ყველაზე დაბალი რანგი) წოდებით გამოდიოდა ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა და 14:1 ბალანსით ბააშოს გამარჯვებული გახდა.
ტოკოშორიუ, რომელიც უკვე ასაკშია, არასდროს ყოფილა გამორჩეული რიკიში და ბაშოების უმრავლესობა დაბალ დივიზიონებში აქვს გატარებული. უკანასკნელი 14 ბაშოდან ეს ტოკოშორიუსთვის მაკუუჩის (უმაღლეს) დივიზიონში ჩატარებული მეორე შეჯიბრი იყო.
იაპონელმა ისტორია შექმნა და უმაღლესი დივიზიონის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფნა მოიგო. მაკოტო აოკიმ, ანუ ტოკოშორიუმ კუთვნილი პრიზები ჩაიბარა და იმპერატორის თასიც გადაეცა.