ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს იშიურას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მე-5 მარცხი განიცადა.
მეტოქე ლევანს გაბარიტებში აშკარად ჩამოუვარდება, თუმცა იშიურამ ტრავმიან ტოჩინოშინთან პირველ შეჯახებასაც აარიდა თავი, გვერდზე გახტა და ჰენკას საშუალებით დაამარცხა ქართველი გოლიათი.
ამ მარცხის შემდეგ ლევანს 1:5-ზე აქვს ბალანსი და მომდევნო ბრძოლაში ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება.
ფაქტია, რომ მათ სათანადოდ არ აფასებ და შედეგიც სახეზეა! შენი გულშემატივარი ვარ და მწყინს ასე ცუდად რომ ასპარეზობ.
ფარხმალი არ დაყარო, არ დაგავიწყდეს "ვისი გორისა ხარ"!