ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა

AutoSharing Option
ზაფხულის, ანუ ნაცუ ბაშოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ, 5 მაისს გახდა, თუმცა პრობლემური საკითხების შესახებ საუბარი იაპონელებმა დღეს, 6 მაისს დაიწყეს.

ბაშო პირველად 1946 წელს გაუქმდა, როცა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ტოკიოს დარბაზის აღდგენა ვერ მოასწრეს. მეორედ - 2011 წელს, როცა სუმოსთან დაკავშირებული აზარტული თამაშების გამო ბაშო არ ჩატარდა და მესამე, უკვე კორონავირუსის გამო. იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გაახანგრძლივა, ნაცუ ბაშო კი დედაქალაქში 24 მაისს უნდა დაწყებულიყო.

აღსანიშნავია, რომ შეიცვალა ნაგოია ბაშოს ადგილმდებარეობაც, სუმოს მომდევნო სუპერტურნირი
ტოკიოში ჩატარდება და მას ისევ ჰაცუ ბაშო ერქმევა.

იაპონელებს კი მომავალ ბაშოსთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდათ. მათ შორის პირველი რეიტინგს ეხება, შენარჩუნდება თუ არა მიმდინარე ბანძუკე, თუ სუმოს ასოციაცია განაახლებს მას?

ეს შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე რიკიშიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ახალი ბანძუკეს შედგენა კი 23 ადამიანისაგან შექმნილი დეპარტამენტის ხელშია. ამდენი ადამიანის შეკრება, პლუს ამას, 700 რიკიშის სტატისტიკის ხელახლა დამტკიცება, ქაღალდების აქეთ-იქით ფრიალი, ძალიან ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას ქმნის. ეს ისეთი საკითხია, რომლის მოგვარებაც Zoom-ის საშუალებით შესაძლებელი არ გახლავთ.

ამას ისიც ემატება, რომ გიოჯები (მსაჯები) სხვადასხვა კლუბიდან უნდა ჩამოვიდნენ და ახალ ფურცელზე დაწერონ ყველაფერი. ამას კვლავ ქაღალდების ბევრი ადამიანის მიერ აქეთ-იქით წაღება-წამოღება მოჰყვება, როცა სამყაროს სლოგანი "სახლში დარჩი" არის.

თუმცა, ამის პარალელურად, ბაშოს გაუქმება შესანიშნავი შანსია ქართველი და არამხოლოდ ქართველი სუმოისტებისთვის, მოირჩინონ ტრავმები.

მოგეხსენებათ, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი და თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, უკანასკნელ რამდენიმე ბაშოზე ტრავმით ასპარეზობდნენ. ახლა კი მათ აქვთ შესაძლებლობა, დაზიანებები მოიშუშონ და შემოდგომაზე გასამართ ბაშოს უკვე მომზადებულები შეხვდნენ.

ტოჩინოშინის სარეიტინგო პოზიციის გათვალისწინებით, ლევანს ტრავმის მორჩენის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

მომზადებულია The Japan Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია რომ გაუქმდა იქნებ ტრამვა ბოლომდე მოიშუშოს
niko
22:37 06-05-2020
0
იაპონიის ისტტორიაში არის ცნობები ყველზე ადრე გაუქმებული ბაშოს შესახებ. იმპერატორ XI საუკუნეში, იმპერატორ ხარუმიტოს მმართველობის დროს, თურმე შავი ჭირი გავრცელებულა და ნაგოიას ბაში პირველად მაშინ გადადუდიათ
xasio mifune
22:36 06-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული