ბოლო 6 ბაშოზე პირველად - ტოჩინოშინმა კაჩი-კოში გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაგოია ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს იორიკირის ილეთით ჩიომარუ დაამარცხა და ბოლო 6 ბაშოზე პირველად დააფიქსირა დადებითი ბალანსი - 8:5.

დაპირისპირება კი არც ისე დაძაბული აღმოჩნდა. ტოჩიმ მეტოქის დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკას ადვილად გაართვა თავი და დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ასე რომ, ქართველმა უკვე 8 გამარჯვება მოიპოვა და მომავალ ბანძუკეში აუცილებლად დაწინაურდება. თუ ტოჩი დარჩენილ 2 ბრძოლას მოიგებს, მინიმუმ 5 ადგილით წაიწევს წინ. მოგეხსენებათ, ამ ბაშოზე ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირას რანგში გამოდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ქართველმა სუმოისტმა დაგიშავათ რამე?
kaxa
23:49 31-07-2020
0
ყოჩაღ ლევან,გილოცავ!ახლა შეუძლია მაქსიმალური შედეგისათვისაც იბრძოლოს და თავს, ამოსუნთქვის საშუალებაც მისცეს.როგორც ტრავმების მდგომარეობა მისცემს საშუალებას,ალბათ ისე მოიქცევა.
სოსო
14:18 31-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული