ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დასცა ძირს.
თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ტოჩის თავიდან გიოჯიმ (მთავარმა მსაჯმა) წაგება ჩაუთვალა (ალბათ, ასანოიამასთან გამართული დაპირისპირება გაგახსენდათ), თუმცა მონოი (მსაჯთა კრება) შედგა და სამართლიანობაც აღდგა.
ლევანმა მიმდინარე ბაშოზე 6 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ხვალ კიდევ ერთ კომოსუბი ოკინოუმის დაუპირისპირდება.