დღეს, 18 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-5 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ლევანმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თუმცა მეტოქე ტავარასთან თავს შესანიშნავად იცავდა. ყველაფრის მიუხედავად, ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
5 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩის 3 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს.
ლევანი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 19 მარტს, ტობიძარუს წინააღმდეგ გამართავს.