დღეს, ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 8 მაეგაშირა ტობიძარუ მასაიას დაუპირისპირდა.
ტოჩიმ თითქოსდა შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა ტობიძარუ ლევანს, როგორც თევზი წყალში, ისე უსხლტებოდა, საბოლოოდ კი ქართველი ზურგიდან მოექცა და მეტოქემ მისი დამარცხება მოახერხა.
6 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს 3 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. ლევანი მომდევნო შეხვედრაში მე-5 მაეგაშირა ენდო შოთას დაუპირისპირდება.