მარტის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და დაამარცხა.
შეხვედრა რთული გამოდგა. სპორტსმენები დოჰიოს ცენტრში იდგნენ, ლევანს ქამარი აღებული ჰქონდა, რამდენიმე წამის შემდეგ მოწინააღმდეგე ხელში აიყვანა და კიდეზე გადასვა.
ტოჩინოშინს მომდინარე ბაშოზე 8 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითაც დადებითი ბალანსი გაიფორმა. შეგახსენებთ, ქართველ სუმოისტს 2020 წლის შემდეგ კაჩი-კოჯი არ ჰქონია დაფიქსირებული.
ლევანი მომდევნო შეხვედრას მე-9 მაეგაშირა ტობიძარუსთან გამართავს.