ივლისის ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეხვდა და დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ცენტრში გამაგრდნენ, უკვე აქედან ლევანმა ძლიერად შეუტია და დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, საიდანაც გამარჯვება აღარ გასჭირვებია.
ამრიგად, გორგაძეს 3 მოგება და 2 წაგება აქვს. შემდეგ შეხვედრას კოტოეკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.