"წელს ბევრ შეჯიბრში გამოსვლა მომიხდა. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომი დასვენების პერიოდი მაქვს. სწორედ ამ მიზეზით არ შემიძლია კორკინის მემორიალში ვიჭიდავო. აქ საპატიო სტუმრის სტატუსით ვიმყოფები. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საქართველოს პირველობისთვის მზადება უნდა დავიწყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევიც იქნება", - თქვა ლადომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ
"თქვენ საკმაოდ ძლიერი ფალავნები გყავთ და ამაზე მათი შედეგები მეტყველებს. ვიკტორ ლებედევს ერთხელ შევხვდი და წავაგე, ვლადისლავ ანდრეევთან კი სამჯერ მიჭიდავია. სამივეჯერ ძალიან დაძაბული პაექრობა გვქონდა და თუ არ ვცდები, ანგარიში 2:1-ია ჩემს სასარგებლოდ", - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
ლადომ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატიც გაიხსენა, სადაც ახალ წონაში - 61 კგ-ში გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
"შეჯიბრებებზე მოპოვებულ თითოეულ ჯილდოს ვაფასებ. ოქროს მედლის მოპოვებაც შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ვერ გავაკეთე ისე, სადღაც შეცდომა დავუშვი ან მეტოქე ჩემზე უკეთესად იყო მომზადებული. მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე მხოლოდ ოქროს მედლისთვის ვიბრძოლებ", - დასძინა მან.