ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კასპიისკში ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ორივე ქართველი ფალავანი დამარცხდა.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰასან ზადას ძლევის შემდეგ ფინალი დაღესტნელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან წააგო (1:4).

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალი ადვილად მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოლიმპიურ  ჩემპიონ თურქ ტახა აკგულთან დამარცხდა 1:2.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვს სძლია 5:4 და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირაკლი მწითური (92 კგ) კი უკრაინელ კირილე მიეშკოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65
კგ), ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.

ასე და ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერბაიჯანმა გვაჯობა ყველა ასპექტში,ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდნენ,ხომ არ ჯობია მოვიწვიოთ უცხოელი მწვრთნელები და სპეციალისტები,,დაახლოებიტ 5-6 წელიწადში დავთმობთ პოზიციებს ამ სახეობაში და ძიუდოისტებივით უმედლოდ დავრჩებით...ჩვენთან ყველაფერი გადამდებია,,,და კიდევ ძალიან მიეჩვიენ მსაჯებზე წარუმატებლობის დაბრალებას ,რათა მათი სისუსტეები მსაჯებს გადააბრალონ,,????
niko
23:59 06-05-2018
1
ის,რაც ირაკლი მწითურს დაემართა,მხოლოდ ქართველებს ემართებათ,თანაც სისტემატურად.ეს ხო,მაგრამ როცა სადავო გაქვს და მწვრთნელს კაი ხნის შემდეგ ახსენდება ჩელენჯის შემოგდება,მაგას რაღა ჰქვია?პროტესტი მე მგონი დაგვიანების გამო არ მიიღეს,არა და სადაო რეალურად, მართლა იყო.მიმხრობა შეიძლება მართლაც იყოს,მაგრამ შენ როცა ამის საშუალებას აძლევ,უკვე შენი ბრალიცაა.
სოსო
09:15 07-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული