ბექა ლომთაძემ (61 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰასან ზადას ძლევის შემდეგ ფინალი დაღესტნელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან წააგო (1:4).
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალი ადვილად მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულთან დამარცხდა 1:2.
სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვს სძლია 5:4 და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ირაკლი მწითური (92 კგ) კი უკრაინელ კირილე მიეშკოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65
ასე და ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.