ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როცა ინგუშმა ხალმურზაევმა ოლომპიური ოქროს ფინალი მოიგო, ტრიბუნებიკენ გაემართა მილოცვების მისაღებად...
იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა

ასეა, როცა ღირსება და თავმოყვარეობა აღარ აქვს, ასეთ რამეს არ გააკეთებ!
თაზო
17 აგვისტო 2018 17:40
5
შენ სირო შენ ვინ ფეხები ხარ, ანდა ნაკრები დედაშენმა კი შობა და ხომ არ გაჩუქა მამაშენმა შე თესლო რუსეთისაო შენა
gaga
17 აგვისტო 2018 18:32
7
რას ქვია არავის საქმე არ არის???????? ვისი საქმეა აბა მითხარით. რატომ ავტეხეთ ერთი ამბავი ნიგერიის ნაკრებზე,აფხაზებს უნდა ეთამაშნონო,რო გამოსულიყო ნიგერიის ფედერაციის პრეზიდენტი და ეთქვა,არავის საქმე არაა ჩვენ ვის შევხვდებითო... იმათმა არ იკადრეს და ჩვენი თანამემამულე ამართლებს ამ სამარცხვინო საქციელს. მართლა რა ჯანდაბა გვჭირს?????
სეუ
17 აგვისტო 2018 17:07
5
შენ გეგეშიძე ხარ თუ ვიღაც ხარ ვისი საქმე არაა? ჩემს მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულებით დადიხართ ხოარ გავიწყდება? ხოარ ნაგლობ შემთხვევით?
დავითი
17 აგვისტო 2018 16:41
5
და შენ ვისი ბიუჯეტიდან იკვებები?
ლუი
17 აგვისტო 2018 17:10
31
უკაცრავად, ეს ფედერაცია კერძოა? თუ კერძოა, მართლაც არ არის ჩემი საქმე. უბრალოდ რიგით რუსეთუმე კრახაბორად ჩაგთვლი და მორჩა. თუ ჩვენი ფედერაციაა, რას მებლატავები ერთი? შენნაირი მოჭიდავე... ჰოდა, გადადექი, ბიძიკო, და მაიკაც შენი იყოს და სარიც.
აუფ!
17 აგვისტო 2018 21:02
6
აუ ამათმა სულ გაუბერეს. თქვენი უთავმოყვარეო, უსინდისო, მორალმოკლებული .....ბიჭოოო, მეგობრობ, ბაზარი არაა იმეგობრე ვისთანაც გინდა და ვისი სურათიანი მაიკაც გინდა იმის ჩაიცვი, მაგრამ რუსეთის დროშის ფონზე გადაღებული ფოტოიანი მაისური არ უნდა ჩაიცვა!!! არ აქვს არანაირი გამართლება ამას!!! ბოდიში ნაღდად ვერ უშველის, ვის უხდის ბოდიშს?:) საქართველოს დროშის ფონზე ყოფილიყო ეგ თედეევი. ჩვენზე უთავმოყვარეო ერი მგონი არ არსებობს. ვერც კი წარმომიდგენია აზერბაიჯანელმა სომხეთის დროშის შეფერილობის მაისური ჩაიცვას ან პირიქით სომხებმა აზერბაიჯანის, ებრაელმა ირანის დროშის შეფერილობის მაისური ჩაიცვას ან პირიქით. რა გვჭირს ესეთი არ მესმის!!!! და გენო პეტრიაშვილმა საერთოდ თავი მოიჭრა! გორელი კაცი რომელსაც 2008-ში სახლს უბომბავდნენ უკადრებელი იკადრა!
al
17 აგვისტო 2018 17:36
2
ამათმა სულ აუშვეს,რას გვებლატავები ვიღაცა ხარ,მთელი დღეა ნერვები მაქვს აშლილი და კიდე აქეთ რაღაცას გვამადლებ? როგორ წავიშალო თვალებიდან რუსეთის დროშა ჩვენს ფალავნების მკერდზე??? სახლში და პირად ცხოვრებაში რაც უნდათ ის უქნიათ,მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ,ცოტა მეტი დაფიქრება და თავმოყვარეობა მართებთ. ჩემი აზრით ეს თუ შერჩათ და ამაზე ღირსეული და მართლა გულით ნათქვამი ბოდიში არ მოიხადეს,არაა შორს დრო როცა სხვები უკვე პუტინის მხარდამჭერებიც მოგვევლინებიან.
ტიმო
17 აგვისტო 2018 17:03
5
მთელ მსოფლიოს რომ აცვია მაგათი მაისურები, იმ მთელ მსოფლიოს ჩვენი ტერიტორიების 20% არა აქვს ოკუპირებული..
ცოტა ტვინი დააყოლე...
17 აგვისტო 2018 17:21
5
ნუ გვებლატავები თუ ჩემი ძმა ხარ:) შენ ქვეყანას როცა წარმოადგენ უკვე ყველას საქმეა გეგი ბატონო, 100 000 კაცი რო გსაყვედურობს კეთილი ინება და ღირსეული ბოდიში მოუხადე შენს მიერ ნახსენებ ტატუნაშვილის და გმირების ოჯახებს რუსეთის დროშა ახატია მაგ მაიკას და მგონი უნდა ხვდებოდე რასაც ნიშნავს ეგ
tbilisi
17 აგვისტო 2018 16:14
6
ასეთი ხალხი რატო უნდა იყოს თანამდებობზე?ჩემი აზრით საერთოდ საქართველოს პასპორტიც არ უნდა ქონდეთ.მოვა მაგის დროც რო ყველა მოღალატა დაისჯება
შალვა
17 აგვისტო 2018 16:56
4

სიახლეები პოპულარული