ახალგაზრდული ოლიმპიადა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოქრო-ვერცხლი

AutoSharing Option
ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გიორგი ჩხიკვაძე 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი აშარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა.

51 კგ კატეგორიაში გიორგი თოხაძე ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკისთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა უკვე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია დახურვაზე ოქროს მედალოსანი საქართველოს დროშით ხელში გაუძღვება დელეგაციას.
0
ვულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას. ყველა სპორტის სახეობას ერთად აღებულს ჭიდაობა სჯობნის მაგრამ ყურადღება არ ექცევა ბავშვთა ჭიდაობას. გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა ამერიკულ ფეხბურთს და რაღაც ეგზოტიკურ სპორტის სახეობებს ვიდრე ჭიდაობას. სპორტულ ჟურნალისტებს მივვმართავ თხოვნით დაწერეთ რა დღეშია ბავშვთა ჭიდაობა კონკრეტულად თბილისში. არ შეიძლება მარტო მედლები გვიხაროდეს და ყოველგვარი დახმარების გარეშე იყოს ეს ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა საქართველოში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული