გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი კი ავთანდილ კენჭაძემ.

პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსების ჩეჩენ ფალავან ანზორ ხიზრიევს და ირანელ ფავრიზ ჰადის მოუგო, ხოლო ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის სძლია (6:0) და ჩემპიონი გახდა. ის მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

კენჭაძემ (74 კგ) აზერბაიჯანელი აბუბაქაროვი და თურქი სონერ დემირთაში დაამარცხა, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და რადგან ბოლო ქულა მეტოქემ აიღო, მოგება მას ჩაეთვალა.

სამწუხაროდ მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევთან დამარცხდა ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ).

ასევე დამარცხდა მეოთხედფინალში დავით ხუციშვილი (86 კგ) და ხვალ დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს დავით მარსაგიშვილი (92 კგ).

ბექა ლომთაძემ (61 კგ) მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგის 11:0 სძლია, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და ნახევარფინალი მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბულეგთან წააგო.

ხვალ ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებმებიან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ გენოს და საქართველოს!
soxumeli veterani
22 ოქტომბერი 2018 13:15
0
მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში, უმძიმეს წონასი საქართველოს წარმომადგენელია, ძიუდოშიც მძიმე წონის ჩემპიონი საქარტველოს წარმომადგენელია. გუშინ თავისუფალ ჭიდაობაში უმძიმეს წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი... გილოცავთ, უპირველეს ყოვლისა გენოს და ყველას, ყველას, ყველას!!! ვისაც საქართველო უყვარს!!!
tngh
22 ოქტომბერი 2018 11:13
1
ხომ არ იცით ფრანგების ფალავანი რინერი წავიდა ძიუდოდან? მსოფლიოზე აღარ გამოსულა
ri
22 ოქტომბერი 2018 15:58
0
ნუგზარ სხირელს ძეგლი სიცოცხლეშივე რო დაუდგათ და დავაფასოთ ჯობს.
samtredski
22 ოქტომბერი 2018 10:53
0
მადლობა ბიჭებს უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ. ზურას და ელისბარს წარმატებებს ვუსურვებ ზურა მსოფლიოზე დუბლი გვინდა! ელიზბარზე კი მჯერავს რომს სასწაულს გააკეთებს და სადულაევს ფინალის გარეშე დატოვებს წარმატებები ბიჭებო!
zaza
22 ოქტომბერი 2018 10:22
0
გენო პეტრიასვილის ეპოქა იწყება ამაში დარწმუნებული ვარ ისე ამ ჩინელს პირდაპირ რო ეთქვა უარი ჭიდაობაზე უფრო ვაჟკაცური იქნებოდა.
soso
22 ოქტომბერი 2018 10:11
0
ოსი დეპუტატის მაისური არ ააფრიალა ბოლოს?
გიორგი
22 ოქტომბერი 2018 09:48
17
იმ ამბის მერე, ეგ მოჭიდავეები ჩემთვის განულდნენ. მე ვერაფერს შემისრულებენ, ამ ქვეყანას ნუ შეუსრულებენ თავისი უტვინო გამოხტომებით. ერთი "ჩაქუჩაა" დიდი ქართველი და მეორე ეს, ორივე საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ პირველ რიგში ამ ჩემპიონობით და მერე ყველაფერი დანარჩენი, ასე რომ ვერ ვხედავ მიზეზს რომ ძეგლი დავუდგა. ხვალ შეიძლება პუტინკას მაისურით ირბინონ ყალბი მეგობრობა-მეზობლობის ამბავში, ჭკუა არ დაუშლით
გიორგი
22 ოქტომბერი 2018 11:25
16
არა. საქართველოს დროშა ააფრიალა და გამარჯვებაც შინდისის გმირებს მიუძღვნა
)))))
22 ოქტომბერი 2018 10:36
0
ყველა გამოხმაურება
რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა ჩვენი გენოს გამარჯვება! კენჭაძის ვერცხლის თითქმის ოქროს ტოლია! საამაყოა ეს მიღწევები, მაგრამ თითონ ეს სპორტის სახეობა საშინლად არასპორტული და საზიზღარი საყურებელია! ასე არ არის ქართული ჭიდაობა და ძიუდო, არც სამბო!
aburjga
22 ოქტომბერი 2018 09:32
9
ვულოცავ ბიჭებს წარმატებას, ჭიდაობის ვიდეო დადეთ, მარტო აღნიშვნით რა გავიგოთ.
qar
22 ოქტომბერი 2018 09:31
0
ავთოს წაგებაზე ძალიან დამწყდა გული. გენო უკვე ცოცხალი ლეგენდაა! და კიდევ არ შეიძლება საქართველოს ეღირსოს ნორმალური სპორთული კომენტატორი?? კენჭაძის წაგებას განვიცდით და კაცი ბაროზოზე ნერვიულობს ტუ სად უნდა იდგეს))) სირცხვილია ოღონთ მართლა!
kote
22 ოქტომბერი 2018 09:06
0
Genacvalet bichebo . Ra iyot dziudos dros linkebi iyo da tavisufalshi ratom ar iyo sayurebeli linkebi gezarebat tu gagitavdat linkebi ......
Emigranti
22 ოქტომბერი 2018 00:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული