გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი კი ავთანდილ კენჭაძემ.

პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსების ჩეჩენ ფალავან ანზორ ხიზრიევს და ირანელ ფავრიზ ჰადის მოუგო, ხოლო ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის სძლია (6:0) და ჩემპიონი გახდა. ის მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

კენჭაძემ (74 კგ) აზერბაიჯანელი აბუბაქაროვი და თურქი სონერ დემირთაში დაამარცხა, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და რადგან ბოლო ქულა მეტოქემ აიღო, მოგება მას ჩაეთვალა.

სამწუხაროდ მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევთან დამარცხდა ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ).

ასევე დამარცხდა მეოთხედფინალში დავით ხუციშვილი (86 კგ) და ხვალ დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს დავით მარსაგიშვილი (92 კგ).

ბექა ლომთაძემ (61 კგ) მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგის 11:0 სძლია, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და ნახევარფინალი მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბულეგთან წააგო.

ხვალ ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებმებიან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ბიჭებს წარმატებას, ჭიდაობის ვიდეო დადეთ, მარტო აღნიშვნით რა გავიგოთ.
qar
22 ოქტომბერი 2018 09:31
0
ოსი დეპუტატის მაისური არ ააფრიალა ბოლოს?
გიორგი
22 ოქტომბერი 2018 09:48
17
არა. საქართველოს დროშა ააფრიალა და გამარჯვებაც შინდისის გმირებს მიუძღვნა
)))))
22 ოქტომბერი 2018 10:36
0
შენ არ ხარ არც სპორტის გულშემატკივარი და არც ქვეყნის. შენ ხარ გვარამიას ბალეშიკი და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს) ისე კი გენომ შეგისრულათ. გენაცვალე გენო მართლა ვაჟკაცი ხარ!!!!!
giorgi-s
22 ოქტომბერი 2018 10:27
0
ყველა გამოხმაურება
რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა ჩვენი გენოს გამარჯვება! კენჭაძის ვერცხლის თითქმის ოქროს ტოლია! საამაყოა ეს მიღწევები, მაგრამ თითონ ეს სპორტის სახეობა საშინლად არასპორტული და საზიზღარი საყურებელია! ასე არ არის ქართული ჭიდაობა და ძიუდო, არც სამბო!
aburjga
22 ოქტომბერი 2018 09:32
9

სიახლეები პოპულარული