3 ქართველი "ალანების" საერთაშორისო ტურნირის ფინალში

AutoSharing Option
ვლადიკავკაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალური წყვილები ცნობილია. საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთო კენჭაძე (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდნენ და ხვალ ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედლებისათვის მებრძოლს ფალავნებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61 კგ) საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა. ფინალში ქუთაისელი ფალავალი რამაზან ფერზალიევს დაეჭიდება.

მსოფლიოს მოქმედმა
ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო, ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს რუს ტიმურ ბიჟოევს შეხვდება.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსი მეტოქეების ოსტაპ პასენოკს (5-0) და ვიტალი გოგლოევს (12-4) ძლევის შემდეგ ამერიკელი რობერტ ნელსონი აშკარა უპირატესობით 10-0 გაანადგურა, ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელ ტაგი სადესადეს შეერკინება.

ფინალური წყვილები.
57 კგ - ხურეშ-ოლ დონდუნ ოოლ (რუსეთი) - აბასგაჯი მაგომედოვი (რუსეთი)
61 კგ - ბექა ლომთაძე (საქართველო) - რამაზან ფერზალიევი (რუსეთი)
65 კგ - კურბან შირაევი (რუსეთი) - მუსლიმ საიდულაევი (რუსეთი)
70 კგ - დავიდ ბაევი (რუსეთი) - მაგომედ კურბანალიევი (რუსეთი)
74 კგ - ავთო კენჭაძე (საქართველო) - ტიმურ ბიჟოევი (რუსეთი)
79 კგ - გაჯი ნაბიევი (რუსეთი) - აცამაზ სანაკოევი (რუსეთი)
86 კგ - მაგომედშარიფ ბიაკაევი (რუსეთი) - ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი)
92 კგ - მაგომედ კურბანოვი (რუსეთი) - ანზორ ურიშევი (რუსეთი)
97 კგ - ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი) - შამილ მუსაევი (რუსეთი)
125 კგ - ჯაბერ ტაგი სადესადე (ირანი) - გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

9 დეკემბერს 12:00 საათიდან დამამშვიდებელი წრის შეხვდრები გაიმართება, 15:00 საათიდან ბრინჯაოს მედალისათვის შეხვედრები, 17:30 საათზე გახსნის ცერემონია. 18:00 ფინალური შეხვედრები.

wrestling.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
კემჭაძემაც სამწუხაროდ წააგო ფინალი 1-2.ორჯენ ჩვენ ჩაგვირთეს 30 წამიანი დრო პასიურობისათვის,ერთხელ მეტოქეს და ქულებიც მაგისი იყო.გენომ კი ძალიან ადვილად გაიმარჯვა 10-1,სხვათა შორის,ყოველგვარი კონტრშანსის გარეშე მეტოქისათვის.
სოსო
22:23 09-12-2018
0
ბექა ლომთაძემ სამწუხაროდ წააგო 3-4,არადა 3-1 იგებდა,შემდეგ ჩოქბჯენში გადაყვანის მცდელობისას,შემორბენისას,ფეხი გარეთ გადგა და მეტოქეს ერთი ქულა მისცეს,შემდეგ კი 27 წამით ადრე ისევ ფეხებში შევლა სცადა და კიდევ ორი ქულა დაკარგა,თითქმის შესძლო დანაკარგის ამოღება,მაგრამ დრო აღარ ეყო.ირაკლი მწითურმა რეპეშაჟში წააგო 0-6.
სოსო
19:49 09-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული