გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
რუსეთის საერთაშორისო ტურნირი "ალანები" ქართველი მძიმეწონოსანის გამარჯვებით დაიხურა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ჯაბელ სადეზადეხი 10-1 გაანადგურა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე რუსი მეტოქეები ოსტაპ პასენოკო (5-0) და ვიტალი გოგლოევი (12-4) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ რობერტ ნელსონს აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო.

ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში რამაზან ფერზალიევთან 3:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) ფინალი ტიმურ ბიჟოევთან წააგო, რომელსაც მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში სძლია. მან ფინალამდე რუსეთის 4 წარმომადგენელი დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენო გილოცავ და სულ უმაღლეს წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში და სპორტულ კარიერაში
გაიოზ გოშაძე
10:36 10-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული