ტურნირის ყველა წონაში, ერთის გარდა, გამარჯვებული რუსი სპორტსმენი გამოვიდა, ხოლო 125 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო გენო პეტრიაშვილმა.
- ჩემთვის "ალანების" ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადგილი, სადაც დღეს ვიბრძოდით, ლეგენდარული მძიმეწონოსნების ენერგეტიკითაა გაჟღინთული. სოსლან ანდიევი, არტურ ტაიმაზოვი, დავიდ მუსულბესი - ესენი ყველა მძიმე წონის ლეგენდარული მოჭიდავეები არიან, ოლიმპიური ჩემპიონები. ასეთი გიგანტების სამშობლოში ჭიდაობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. მინდა მადლობა გადავუხადო მაყურებლებს მათი თითოეული სიტყვისთვის, თითოეული აპლოდისმენტისთვის. ვგრძნობდი, რომ
- რას იტყვი რუს მძიმეწონოსან მოჭიდავეებზე?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, არ შეიძლება არ აღნიშნო ძლიერი სკოლა. რუსებთან ჭიდაობა და ვარჯიში ჩვენთვის დიდი პატივია. ეს სასარგებლოა, როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის - გამოცდილებას ვცვლით და ერთი დიდი მოჭიდავეთა ოჯახი ვართ.
- "ალანების" ტურნირისა და ევროპის ჩემპიონატის გარდა, რუსეთში გიჭიდავიათ?
- ჩაროდინსკის რაიონში ვჭიდაობდი, აბდულრაშიდ სადულაევის რაიონში. ეს პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იყო. იქ სამ ბრძოლაში გავიმარჯვე, მაგრამ უკრაინის წარმომადგენელ ალენ ზასეევთან დავმარცხდი. შემდეგ კი კასპიისკი და ვლადიკავკაზი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასვლა ძალიან მიყვარს, აქ ძალიან უყვართ ჭიდაობა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთ კარგ ტურნირზე მიწვევისთვის.
- "ივან არიგინი 2019"-ის გრან-პრიზე არ ჩამოხვალთ?
- ვნახოთ, ჯერ არ ვიცი. წინ საქართველოს ჩემპიონატია და ყველა მასზე ვფიქრობთ.
- თქვენ თავისუფალი არ ხართ ამისგან?
- უნდა ვიჭიდაო, ყოველთვის ვჭიდაობთ საქართველოს ჩემპიონატზე, რადგან ჩვენი მაყურებელი ამბობს: დავიღალეთ თქვენი ყურებით ტელევიზორში (იღიმის).
- მთელი გუნდით ბესიკ კუდუხოვის საფლავი მოინახულეთ...
- დიახ, გუნდთან ერთად ბესიკის მემორიალზე წასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ დიდების დარბაზში ვიყავი. ჩვენთვის ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ ბესიკი ჩვენთან ერთად არ არის... ის უბრალოდ დიადი მოჭიდავე არ იყო მსოფლიოსთვის, ის ნამდვილი კაცი იყო. იმ ადგილის არმონახულება, სადაც ის დასაფლავებულია, არ შეგვეძლო. ის ჩვენი ძმაა, ის დიადი მოჭიდავე იყო. ბესიკ კუდუხოვი ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება.