საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველ ფინალურ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ივერი ჯულაყიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) გახდნენ. ჯულაყიძემ და მეგენეიშვილმა ბულგარელი მეტოქეები აშკარა უპირატესობით დაამარცხეს, გაფრინდაშვილმა ასევე იოლად 11-0 სძლია სლოვაკ ს. იაკუბს.

9 თებერვალს, ფინალში კიდე სამი ქართველი ფალავანი იჭიდავებს, ოქროს მედლების მოპოვებას რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გიორგი სულავა (74კგ) შეეცდებიან.

დღესვე წინასწარი და
ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს დარჩენილი 86, 97, 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს ღირსებას კი ზაურ ბერაძე (86 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან, ნახევარფინალები 18:00 ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ბიჭებო. დგეს დანაჩენებიც გაგვახარებენ. სირცხვილი საიტს რომ ახალი ამბის დადებაც ეზარებათ,,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული