ქართველ მოჭიდავეთა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე სერბეთში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ საქმეში.

საქართველოს ნაკრებს პირველი დღის შემდეგ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ედემი ბოლქვაძე
(65 კგ) ფინალში გავიდა და ჩემპიონობისათვის სომეხ ტევანიანს შეხვდება, რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ტარიელ გაფრიდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკი ხვალ 21:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული