ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
9 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის შემდეგ 2 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) დამამშვიდებელ წრეში გერმანელ ბუეტნერთან გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისათვის ბელორუს ანდრე კარპაჩს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ), ვისი მეტოქეც უნგრელ სზაბოს და მოლდოველ ჩებანს შორის გამარჯვებული იქნება.

ფინალური ბლოკი 9 აპრილს, 18:15 საათიდან დაიწყება.

დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 61, 74, 86, 92 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

საქართველოს

ღირსებას მსოფლიო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული