ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 აპრილს, რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ) რეპეშაჟში 7:2 მოუგო გერმანელ ფრანკო ბუეტნერს, შემდეგ ბელორუსი ანდრეი კარპაჩი 7:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოლდოველი ნიკოლაე ჩებანი 3:0 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ბრინჯაოს მეორე მედალი მოუპოვა.


ამას გარდა, ჩვენს მოჭიდავეებს 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მოპოვების შესაძლებლობა აქვთ:

ფინალში
ბექა ლომთაძე
(61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)  გავიდნენ, ირაკლი მწითური (92 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, ხოლო ავთო კენჭაძე (74 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს მედლისათვის ბრძოლას.

ლომთაძემ მაკედონიელი ელმედინ სეიფულაუ (10:0) და შვეიცარიელი რენდი ვოცკი (10:0) დაამარცხა და ფინალში სომეხ არსენ არუთინიანს ეჭიდავება.

პეტრიაშვილმა მეოთხედფინალი პოლონელ რობერტ ბარანს 10:0 მოუგო, ნახევარფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 3:2 დაამარცხა და ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.

მწითურმა მეოთხედფინალი რუმინელ ადრიან რეკორეანს 7:0 მოუგო, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 2:8 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვთან იბრძოლებს.

ავთო კენჭაძე კი დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს მედლისათვის ბრძოლას. ის ავსტრიელ სიმონ მარჩლსა და ესტონელ აიმარ ანდრუსეს შორის გამარჯვებულს შეხვდება და თუ სძლია, მესამე ადგილისთვის მისი მეტოქე უკრაინელი ვასილი მიხაილოვი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო. გენო მაგარი ხარ!
ბოლომდე ძმებო!
10:52 10-04-2019
0

სიახლეები პოპულარული