25 ივნისს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში რუმინელი ჩინტოანი იოლად, ანგარიშით 14:1 დაამარცხა და ევროპული თამაშების ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვს დაეჭიდება.
სამწუხაროდ, ავთო კენჭაძე (74 კგ) პირველივე შეხვედრაში მსოფლიო მოქმედ ჩემპიონ ზაურბეკ სიდაკოვს შეხვდა და 3:5 დათმო შეხვედრა. სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ გოსტიევთან 2:6 დათმო.
ლაშა ლომთაძემ (57 კგ) თანაბარ ორთაბრძოლაში 2:4 დათმო შეხვედრა სერბეთში გადაბარგებულ ამერიკელ სტივენ მიჩიჩთან.
ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების ხილვა "პირველ არხზე" შეგიძლიათ.