25 ივნისს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.
მაჭარაშვილმა ნახევარფინალი დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვს 4:2 მოუგო და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ანზორ ხიზრიევს შეხვდება.
მან ნახევარფინალამდე ფინელ იერე ჰეინოს (10:0) და რუმინელ რარეს ჩინტოანს (14:1) სძლია.
26 ივნისს ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბელორუს ნურიკაუს დაუპირისპირდება, ლაშა ლომთაძე (57 კგ) კი დამამშვიდებელ წრეში თურქ ატლის შეხვდება და თუ დაამარცხა, მედლისთვის უკრაინელ მარკოვიჩს დაეჭიდება.