მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალით სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თავიდან აზერბაიჯანელი 4:0 დაწინაურდა. ქართულმა მხარემ ეს გააპროტესტა, რაც არ დააკმაყოფილეს და ანგარიში 5:0 გახდა. დარჩენილ დროში ხინჩეგაშვილი ბევრს ეცადა ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ხინჩეგაშვილმა ფინალამდე მოლდოველი ანდრეი პერპელიცა და რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა.

ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. ეს ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს
ოლიმპიურმა გუნდმა ტურნირზე 23 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერბაიჯანის სახელმწიფო უდიდეს თანხას ხარჯავს ჭიდაობის და ძიუდოს განვითარებაზე. (რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი, ძალოსნობა და სხვა მათ არ აქვთ განვითარებული). 6 წონიდან - 4 მედალი; 2 - ვერცხლი, 2 - ბრინჯაო. (ლევანს - შენც ხომ არ იკეთებ ჩუმ-ჩუმად ხანდისხან დათუნაშვილივით ლგბდ სამკლაურს?!)
6 დან 4
28 ივნისი 2019 12:11
1
ფაქტი ერთია. ყველაზე მეტ ბრძოლებს აზერები და მერე თურქები ყიდულობენ.
ამიგო
27 ივნისი 2019 22:59
2
იყო დრო როცა ძალიან ვგულშემტაკივრობდი მას გენოს და სხვებს მაგრამ რაც დათუნაშვილთან მიმართებაში გააკეტეს როცა ჯალათი პრეზიდენტის გამართლება დაიწყეს მას შემდეგ მეფიქრება რომ წარმატებას მხოლოდ თავისი ფინასური მდგომარეობის გამო აღწევენ და მაგ დროს ქვეყნის სახელზე ალბთ 10 პროცენტიც არ ფქირობენ.
levani
27 ივნისი 2019 22:37
8

ძალიან გული დამწყდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ოლიმპიადაზე უფრო დიდი სიხარულს მოგვიტანს და სამაგიეროს გადაუხდის. წარმატებები ქართველო ლეგენდა.
gurami
27 ივნისი 2019 21:14
1
ლადო მაგარი სპორტსმენია. უბრალოდ რთულია სამი წონა გამოიცვალო და ისეთივე წარმატებით ეჭიდაო ფიზიკურად უფრო ძლიერებს როგორც ნაკლებ წონაში ჭიდაობდი. 57-ში აღწევდა წარმატებებს, შემდეგ 61-ში, ახლა უკვე 65-ს ჭიდაობს. ძალიან დიდი მატებაა. ბუნებროვად უფრო ჯანიანი ბიჭები არიან ამ წონაში როგორც ჩანს და ტექნიკით რთულია დააბალანსო. იმედია მიეჩვევა და მომავალ ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთხელ მაინც ავა კიდევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
მაგარი ბიჭია ლადო
27 ივნისი 2019 21:02
1
მეორე ადგილი ცუდი არ არის,მაგრამ ლადოსაგან მეტის იმედი გვქონდა.ვერ იყო თითქოს დღეს ისე მებრძოლი,თითქოს ძალას ვერ გრძნობდა.პირველ პერიოდში ,როცა ერთმანეთს შეეკვრნენ,მეტოქემ დაძალა,ხელები გაეხსნა და ორი ქულა დაკარგა,მეტოქე იქით გადავარდა,ლადო კი თითქოს უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა,მაგრამ შეტევაზე აღარ წავიდა,მეტოქეს დაელოდა დაცვით პოზაში და კიდევ ორი ქულა უბრძოლველად მისცა,მერე ჩელენჯი და 0:5-ზე,უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო.ძლიერ მეტოქესთან მაგდენის ამოქაჩვის ძალა,აშკარად აღარ ჰქონდა ლადოს.
სოსო
27 ივნისი 2019 20:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული