27 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალით სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
თავიდან აზერბაიჯანელი 4:0 დაწინაურდა. ქართულმა მხარემ ეს გააპროტესტა, რაც არ დააკმაყოფილეს და ანგარიში 5:0 გახდა. დარჩენილ დროში ხინჩეგაშვილი ბევრს ეცადა ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.
ხინჩეგაშვილმა ფინალამდე მოლდოველი ანდრეი პერპელიცა და რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა.
ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. ეს ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტურნირზე 23 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.
ძალიან გული დამწყდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ოლიმპიადაზე უფრო დიდი სიხარულს მოგვიტანს და სამაგიეროს გადაუხდის. წარმატებები ქართველო ლეგენდა.