გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტახა აკგული დაამარცხა.

პეტრიაშვილი 0:4-ს აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ფინალამდე პეტრიაშვილმა კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაძა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის სძლია (2:1) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, 22 სექტემბერს ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაც ყველაზე თვალში საცემია, არანაირი პანიკა გენოს მხრიდან ბოლო წამებამდეც კი. ყოჩაღ, ძმაო!! ნამდვილი ჩემპიონი ყოფილა. თითქოს დარწმუნებული იყო რისი თავი ჰქონდა.
odala
21 სექტემბერი 2019 20:20
1
გენო დიდი მადლობა ასეთი სიხარულისთვის. უფალმა სულ გამარჯვების გზაზე გატაროს!
gurami
21 სექტემბერი 2019 22:19
0
ოლიმპიადაც გვინდა გენო.
Mmm
21 სექტემბერი 2019 20:23
0
ორივე დიდი მოჭიდავეა და აქაც ბოლომდე დაიხარჯნენ.მძიმე წონაში მათი შეხვედრები,ყოველთვის უჩვეულოდ მრავალ ქულიანია და ეს უფრო მაღლა სწევს მათგან ნებისმიერის გამარჯვების ფასს.აქ ისიც გამოჩნდა ,რომ ვაჟკაცობაშიც არ ეშლებათ და მადლობა ორივეს ამისათვის.გენოს კი ვულოცავ ამ გამარჯვებას.დიდ გამარჯვებას.ახლა უკვე ოლიმპიურ თამაშებს დაველოდებით,იქაც მისი გამარჯვების რწმენით.
სოსო
21 სექტემბერი 2019 20:08
0
ასე მოულოცა გენომ საქართველოს ხვთისმშობლის დაბადების დღე.თუ ვიღაცეებს ჩემი ნახვა გინდათ საგარეჯოში მიპოვნით.ნურც ჭიდაობით გამაკვირვებთ და ვერც მედლებით.
Jordan Beli
21 სექტემბერი 2019 19:51
4
გენო მსოფლიოს ჩემპიონია! მსოფლიოში ნომერი პირველი! ამაზე კარგი შეგრძნება რა უნდა იყოს? უდიდესი წარმატება არის. ვულოცავ მას და მთელ საქართველოს!
ლუკა
21 სექტემბერი 2019 19:54
1
მადლობა გენო ამ თავდადებისთვის იქნებ თუშიშვილს ჩაუტარო მასტერკლასი როგორ უნდა გაამართლო ფავორიტმა იმედი...
912
21 სექტემბერი 2019 19:47
0
მადლობა, ღმერთმა დაგლოცოს ქართველო ლომო
giabar
21 სექტემბერი 2019 20:49
0
ყურადღება მიაქციეთ ბავშვთა ჭიდაობას საქართველოში.

ყველაზე შედეგიანი სპორტის სახეობაა ჭიდაობა.
გიო
21 სექტემბერი 2019 20:40
0
გილოცავ!!! გმადლობთ!!! გაიხარე და კიდევ ბევრჯერ ასახელე საქართველო!!! გაგვახარე!!!
tngh
21 სექტემბერი 2019 20:02
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული