29 ოქტომბერს, ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მირზა სხულუხიამ (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილმა (79 კგ) ოქროდ მედლები მოიპოვეს.
სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი შეხვედრის მიწურულს წმინდად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გაფრინდაშვილმა 59 წამში წმინდად გააკრა ბეჭებზე აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი და გამარჯვებული გახდა.
გიორგი სულავა (74 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
სულავამ პოლონელ რიბიცკის და აზერბაიჯანელ სულეიმანოვს სძლია, ნახევარფინალი
კი რუსეთის წარმომადგენელ ჯამალოვთან წააგო.
ურთაშვილმა სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე გიორგი ნოგაევი, სომეხი მაღაკიანი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალი ირანელ ამირ ზარესთან დათმო.
რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას დემურ მეგენეიშვილი (92 კგ).
გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) რეპეშაჟში ბრძოლა წარმატებით გააგრძელა, მაგრამ სამწუხაროდ, ბელორუს დენის ხრამიანკოუსთან დამარცხდა.