გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
საბრძოლო ინტელექტი აღარ გვივარგა, მწვრთნელები ხომ ცალკე საოცრებაა.
ლუკა
06 აგვისტო 2021 16:57
0
კაი მოჭიდავეა ეგ ამერიკელი მაგრამ აგკული არ გავდა თავის თავს.. წესით უნდა აწყვიტაოს გენომ უბრალოდ არუნდა ელოდოს იმის შეტევას სულ გენომ უნდა იაქტიუროს
რომა
05 აგვისტო 2021 20:44
0
მეორე ადგილოსნობა, ქართული სინდრომი.
ლევანი
06 აგვისტო 2021 17:17
5
გულშემატკივრების უპატივცემულობის შესახებ სმენიათ რაიმე ქართველ სპორტსმენებს? ამათში ტალახაძის გარდა მხოლოდ ორი მებრძოლი იყო ბექაური და შავდათუაშვილი, ბექაურმა იჭიდავა გულიანად და ასახელა კიდეც სამშობლო, შავდათუაშვილმა კი ონო თავისივე ქვეყანაში მსაჯებიანად ვერ დაამარცხა, მაგრამ ვაჟკაცურად იბრძოლა მაინც აშკარა ფავორიტის წინააღმდეგ. დანარჩენ ოქროს პრეტენდენტებს კი არ გყვარებიათ სამშობლო.
პ.ს გთხოვთ ნუ დაბლოკავთ.
IMERELI
06 აგვისტო 2021 16:38
7
არის კიდევ ერთი მედალი!!! ველოდები ხვალინდელ დღეს...
tngh
05 აგვისტო 2021 16:14
0
მგონი ვიღუპებით, ანუ ტახა აკგული ფინალში, შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
05 აგვისტო 2021 08:39
33
რატომ არ უსმენს მწვრთნელს?
ალექსანდრე
05 აგვისტო 2021 09:57
4
არ მინდა ისე გამომივიდეს, თქვენს წინაშე ვაკრიტიკო ყველა ჩვენი ხელმოცარული სპორსტმენი. მაგრამ სათქმელი ხომ აუცილებლად უნდა ითქვას.მიუხედავად სპორტსმენის დიდი პატივისცემის მისი მრავალი სპორტული მიღწევემის გათვალისწინებით.ქართველი ხალხისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ძნელი დასაჯერებელი უნდა იყოს, რომ გენო პეტრიაშვილმა, ჭიდაობაში უდიდესი გამოცდილების მქონე კაცმა, 6 წამი ვერ გაუძლო უტიტულო ამერიკელს, ახალგაზრდა 20 წლის ბიჭს, ფიზიკურად და სისწრაფითაც რაც არ უნდა ძლიერი მოჭიდავე ყოფილიყო იგი!
....
07 აგვისტო 2021 19:08
0
6 ფინალი 5 წაგება !!! გასკდა გული !!! გენოს ფინალი ხომ საერთოდ!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 აგვისტო 2021 17:48
0
იმ უზრდელი ამერიკელის ალბათ მთელ მოდგმას ასლოკინებს ეხლა . პირველ რიგში უზრდელი რომ იყო იმიტომ არ უნდა მოეგო, პრინციპში არც მოუგია, ჭიდაობა გენომ მოიგო - ჩვენმა ერის ჯილამ. გენო პირველი ხარ - პირველიიიიიიიიიიიიიიიიიი
ესეა ეს
06 აგვისტო 2021 17:46
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული